გერმანიიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრების წევრები ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან
გერმანიიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრების წევრები ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს: 

„ძვირფასო გულშემატკივრებო,
გაცნობებთ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში განვითრებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ, შესაბამისი სამინისტროების მითითებთა და მათთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გერმანიიდან დაბრუნებული წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის მანძილზე მოექცევიან თვითიზოლაციაში.

როგორც მოგეხსენებათ, ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გადიოდა. ნაკრები სამშობლოში დღეს, 17:20 საათზე დაბრუნდა და გუნდის ყველა წევრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესაბამისი შემოწმება გაიარა. ყველა სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს, ისინი თვითიზოლაციის პერიოდს ერთად გაატარებენ სპეციალურად მათთვის შერჩეულ ადგილზე, რომელზეც ფედერაციამ წინასწარ იზრუნა“.