გერმანიაში ყველაზე პოპულარული გუნდი - „დორტმუნდია, „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა
გერმანიაში ყველაზე პოპულარული გუნდი - „დორტმუნდია, „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა

ონლაინ-სტატისტიკისა და ბაზრის კვლევის რესურსმა Statista-მ გერმანიაში 3030 გულშემატკივარი გამოკითხა იმის გასარკვევად, რომელი გუნდია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული.

კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ყველაზე პოპულარული კლუბი „დორტმუნდია“. გამოკითხულთა 52-მა პროცენტმა დაადასტურა თავისი სიმპატია ამ გუნდის მიმართ. 31 პროცენტს ნეიტრალური განწყობა აქვს, ხოლო ნეგატიური – გულშემატკივრების 17 პროცენტს.

მეორე ადგილი დაიკავა მიუნხენის „ბაიერნმა“. რესპონდენტთა 41 პროცენტს მოსწონს გერმანიის ჩემპიონი, ამდენივე ვერ იტანს მიუნხენელებს, ხოლო 18 პროცენტი გულგრილია გუნდის მიმართ.

ბუნდესლიგის ყველაზე არასაყვარელი გუნდებია: „ლაიპციგი“ (28 პროცენტი დისლაიქი), „ჰამბურგი“ (27 პროცენტი), „შალკე“ (25 პროცენტი) და „ვოლფსბურგი“ (25 პროცენტი).

გულშემატკივრებს ყველაზე ნაკლებად „ფრაიბურგი“ ეჯავრებათ – მხოლოდ 10 პროცენტს აქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ გუნდის მიმართ.