გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ასობით ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ასობით ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა​ 100-ს გადააჭარბა. „ბიბისის“ მონაცემებით, 43 ადამიანია გარდაცვლილი ჩრდილოეთ რაინის-ვესტფაილის მიწაზე, ხოლო 60-ზე მეტი გარდაცვლილია რაინლანდ-პფალცში. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის გამო, აირვაილარის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მოწყდა. მაშველებს მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავდათ. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტიც.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი. ანგელა მერკელმა სტიქიის შედეგებს კატასტროფული უწოდა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო.

წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა ბელგიაში.

სტიქია მძვინვარებს შვეიცარიასა და ლუქსემბურგშიც.