გერმანიაში, ნოემბერში ვენაში მომხდარი თავდასხმის შემსრულებლის სავარაუდო თანამზრახველების ბინები გაჩხრიკეს

12:48, 07.07.2021

გერმანიის პოლიციამ ვენის ცენტრში თავდასხმის შემსრულებლის ორი სავარაუდო თანამზრახველის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა კოსოვოსა და გერმანიის მოქალაქეების ბინაში. ორი პირი ეჭვმიტანილია დაგეგმილი დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში 20 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა ვენის ცენტრში ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

გერმანიის პოლიციამ ვენის ცენტრში თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარა.

მსგავსი