გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4.9 პროცენტამდე შემცირდა
გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4.9 პროცენტამდე შემცირდა

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე, 4.9 პროცენტამდე შემცირდა.

ევრონიუს“-ის ინფორმაციით, 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ მსგავსი მაჩვენებელი პირველად აღინიშნა. მანამდე გერმანიაში უმუშევრობა 5 პროცენტი იყო.

ეკონომისტების პროგნოზით, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წელს კერძო მოხმარება უზრუნველყოფს. უმუშევართა რიცხვი 7 ათასით, 2.231 მილიონამდე შემცირდა.

წინასწარი პროგნოზით, უმუშევართა რაოდენობა 10 ათასით უნდა შემცირებულიყო.