გერმანიაში უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა გერმანიაში მასშტაბური აქციით გააპროტესტეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა უნდა შეწყდეს, რადგან ომში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი იღუპება და მესამე მსოფლიო ომი ახლოვდება.
პოლიციის ინფორმაციით, ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან საპროტესტო აქციაზე 10 000 ადამიანი შეიკრიბა.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, საპროტესტო აქციაზე მემარჯვენე ჯგუფების დასწრება არ შეინიშნებოდა.
„მოლაპარაკება და არა ესკალაცია“, „ჩვენი ომი არ არის“, – აცხადებდნენ დემონსტრანტები.