გერმანიაში, სტიქიის ზონაში ანგელა მერკელი ჩავიდა
გერმანიაში, სტიქიის ზონაში ანგელა მერკელი ჩავიდა

ევროპაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად გერმანია დააზარალა, სადაც წყალდიდობას სულ მცირე 157 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს არის გერმანიის ყველაზე დიდი სტიქია ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში.

სტიქიის ზონაში ჩავიდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას დაპირდა. გერმანიის მთავრობის მეთაურმა სტიქიას „შემაძრწუნებელი“ უწოდა და თქვა, რომ გერმანულ ენას არ შეუძლია აღწეროს მსგავსი მასშტაბის განადგურება.

რეკორდული რაოდენობის ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ზარალი ნახა რაინლანდ-პფალცმა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურმა მიწებმა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

წყალდიდობას 31 ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაში, 163 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. ქალაქ პეინსტერში, სადაც სტიქიამ ათეულობით სახლის დაანგრია, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში არმიაც ჩაერთო.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ავსტრიის ქალაქ ჰალეინში მდინარე კოტბახი კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქი ცენტრი დატბორა. წყალდიდობის მზადყოფნის რეჟიმშია შვეიცარიის რამდენიმე რეგიონიც.

დატოვე კომენტარი