გერმანიაში სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება შესაძლოა, 29 ივნისამდე გახანგრძლივდეს
გერმანიაში სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება შესაძლოა, 29 ივნისამდე გახანგრძლივდეს

გერმანიის ხელისუფლება სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულების გახანგრძლივებას 29 ივნისამდე გეგმავს, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობაში განხილვები მიმდინარეობს.

ამასთან, სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე კვლავ შეზღუდული იქნება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება სახლში შეკრებას.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 179 002 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარდაიცვალა 8302 ადამიანი.