გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია იმარჯვებს
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია იმარჯვებს

გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში გამართულ არჩევნებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტია იმარჯვებს.

ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ტელეკომპანია ARD-ს და ZDF-ის პროგნოზების მიხედვით, ხმების 36 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. წინასწარი მონაცემებით, მათ ამომრჩეველთა 22-23 პროცენტი მიემხრო.

მემარცხენეებმა მიიღეს 11 პროცენტი, სოციალ-დემოკრატებმა – 8 პროცენტი, მწვანეება 6 პროცენტი, თავისუფალმა დემოკრატებმა 6,5 პროცენტი.