გერმანიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მათი ასაკი 29-დან 35-მდე წლამდეა.

ადგილობრივი გამოცემა Torgauer Zeitung-ის ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციას ქალაქ მულდეს მცხოვრებმა ძარცვის შესახებ შეატყობინა. გერმანელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში მოპარული Skoda Octavia-ის მარკის ავტომობილს ქალაქ მოკრენას ერთ-ერთ მაგისტრალზე მიაკვლიეს, რომელშიც საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ ადგილიდან მიმალვა სცადეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სამივე მათგანს ბოლო თვეებში მომხდარ ძარცვასთან ჰქონდა კავშირი. ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკისას, მეოთხე პირიც დააკავეს, რომელიც გერმანული მედიის ინფორმაციით, ქურდობასა და ძარცვაში მონაწილეობდა. კრიმინალისტებმა სახლიდან ნაძარცვი ნივთები ამოიღეს.

საქართველოს ოთხივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.