გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა

12:52, 25.07.2019

გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა.

გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თავშესაფარზე 2 111 განაცხადი შევიდა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი, ეს მაჩვენებელი 2 640-ს შეადგენდა.

ამასთან, კლების დინამიკა ფიქსირდება თვეების მიხედვითაც. თუ 2019 წლის იანვარში შესაბამისი მოთხოვნით 534 განაცხადი შევიდა, ივნისში 182 მოთხოვნა დაფიქსირდა.

2018 წელს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 4 265 განაცხადი იყო შესული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23 პროცენტით აღემატებოდა.

მსგავსი