გერმანიაში სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტის კოშკს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
გერმანიაში სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტის კოშკს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

გერმანიის ქალაქ შვაინფურტში სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტის კოშკს შეეჯახა. შედეგად აეროპორტის თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტში ავზის შესავსებად ეშვებოდა, როდესაც პროპელერის ფრთით სადისპეტჩერო პუნქტის შენობის კედელს გამოედო.

ინციდენტის დროს კედლის ნამტვრევები გარკვეულ მანძილზე გაიბნა, რის შედეგადაც აეროპორტის 60 წლის თანამშრომელი დაშავდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.