გერმანიაში სამართალდამცველების რეიდისას პოლიციის ერთი ოფიცერი დაშავდა
გერმანიაში სამართალდამცველების რეიდისას პოლიციის ერთი ოფიცერი დაშავდა

გერმანიაში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული რეიდისას პოლიციის ერთი ოფიცერი დაშავდა. მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.

გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

რეიდი რაიხსბურგერის ულტრამემარჯვენე მოძრაობის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, რომლის დროსაც გერმანიისა და შვეიცარიის 20-მდე მისამართზე ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველების სამიზნეს ხუთამდე ეჭვმიტანილი და 14 პირი წარმოადგენდა, რომელთაც კავშირი გააჩნიათ აღნიშნულ მოძრაობასთან.