გერმანიაში რუსული ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, 50 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღეს
გერმანიაში რუსული ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, 50 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღეს

გერმანიაში რუსული ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, 50 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღეს. სქემას, რომლითაც რუსეთიდან გადარიცხულ ფულს ლატვიისა და მოლდოვას ბანკებში ათეთრებდნენ, პირობითად „რუსული ლანდრომატი“ უწოდეს.

მიუნხენის სამართალდამცავი უწყებები გამოძიებას სამი ბრალდებულის წინააღმდეგ ატარებენ, რომლებიც ბავარიისა და ჰესენის მიწაზე 40 მილიონი ევროს ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ. ბრალდებულების ვინაობა ჯერ საიდუმლოდ რჩება, რადგან გამოძიება არ დასრულებულა.

ცნობილია მხოლოდ, რომ საქმის ფარგლებში სამართალდამცავებმა გერმანიაში მდებარე სამი ფეშენებელური სახლის კონფისკაცია მოახდინეს. ასევე გერმანული უძრავი ქონების სააგენტოდან ამოღებულია 6,7 მილიონი ევრო. დამატებით 1,2 მილიონი ევრო დააყადაღეს ლატვიის ერთ-ერთ ბანკში.

„რუსული ლანდრომატის“ შესახებ ინფორმაცია, 2014 წელს, „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა“ (OCCRP) გაავრცელა.