გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია ერთ-ერთი გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერ-ასისტენტი, რომელიც სამეცნიერო და ტექნიკური დარგის პროფესურასთან მუშაობდა. ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ილნურ ნ, პარასკევს დააკავეს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ადგილი გაჩხრიკეს.

პროკურატურის თქმით, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე, ეჭვმიტანილი სულ მცირე სამჯერ შეხვდა რუსეთის საგარეო საიდუმლო სამსახურს და ფულადი ანგარიშსწორების სანაცვლოდ ინფორმაცია გადასცა.

დატოვე კომენტარი