გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ

დღეს გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ბერლინის ყველაზე ცნობილ ქუჩებზე გაიმართება. გერმანიაში „ერთიანობის დღე“ ეროვნული დღესასწაულია.

1990 წლის 3 ოქტომბერს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხუთი მიწა ფორმალურად გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში გაერთიანდა.

დღეს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის იქნება პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ანგელა მერკელი.

გერმანიის გაერთიანების დღის აღნიშვნა თავდაპირველად 9 ნოემბერს იგეგმებოდა. სწორედ ამ დღეს 1989 წელს დაანგრიეს ბერლინის კედელი. თუმცა, 9 ნოემბერი ასევე ემთხვეოდა ნაცისტების მიერ ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური დარბევის თარიღს, რის გამოც გერმანიის ერთიანობის დღეს 3 ოქტომბერს აღნიშნავენ.