გერმანიაში, ქალაქ ვუპერტალის ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა
გერმანიაში, ქალაქ ვუპერტალის ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა

გერმანიაში, შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტი გვიან ღამით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვუპერტალში მოხდა.

სახლიდან მოქალქეების ევაკუცია განხორციელდა. პოლიციის ცნობით, მეხანძრეები შენობაში ცეცხლი ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მაშველები სახლში შესვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან არსებობდა ნგრევის საშიშროება.

აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.  მომხდარის მიზეზი უცნობია.