გერმანიაში, ქალაქ რატინგენში ​პოლიციის ოფიცრები და მეხანძრეები აფეთქების შედეგად დაშავდნენ
გერმანიაში, ქალაქ რატინგენში ​პოლიციის ოფიცრები და მეხანძრეები აფეთქების შედეგად დაშავდნენ

გერმანიის ქალაქ რატინგენში პოლიციის ოფიცრები და მეხანძრეები აფეთქების შედეგად დაშავდნენ, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ხანძრის გამო მობილიზებულ ეკიპაჟებს ბინაში შეღწევის შემდეგ ადგილზე 57 წლის მამაკაცი დახვდათ, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედა. ის პოლიციამ დააკავა. მათ ბინაში ქალის ცხედარიც იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილის დედაა.

საერთო ჯამში, შემთხვევის დროს ათი მეხანძრე და პოლიციის ორი ოფიცერი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.