გერმანიაში პოლიცია 50 000 აბი LSD ამოიღო
გერმანიაში პოლიცია 50 000 აბი LSD ამოიღო

გერმანიაში პოლიცია 50 000 აბი LSD ამოიღო.

როგორც რაინლანდ-პფალცის პოლიციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცავებმა წლის დასაწყისში ჩატარებული ორი რეიდის ფარგლებში დიდი რაოდენობით ჰაშიში, ექსტაზი და ამფეტამინი აღმოაჩინეს. სულ ნარკოტიკული ნივთიერებები 646 კილოგრამს იწონის.

მათ შორის არის 50 000 აბი LSD, რაც გერმანიის პოლიციისთვის რეკორდული რაოდენობაა. ნარკოტიკის საერთო ღირებულება 9,8 მილიონი ევროა.

როგორც სამართალდამცვები განმარტავენ, ნარკოტიკული ნივთიერებები საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნის. საქმის ფიგურანტებს შორის არიან შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის და ბელგიის მოქალაქეები. სულ დაკავებულია 18 პირი.
გერმანიის პოლიციაში ამბობენ, რომ საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება.