გერმანიაში ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ დედა მოკლა და პოლიციელები დაჭრა
გერმანიაში ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ დედა მოკლა და პოლიციელები დაჭრა

გერმანიაში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 25 წლის მამაკაცმა დედა მოკლა და პოლიციის ორი ოფიცერი დაჭრა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, 56 წლის ქალმა პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ მის შვილს ნარკოტიკის ზემოქმედების გამო ფსიქოლოგიური პრობლემა შეექმნა და მაკრატლით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე დანაყოფის მისვლის შემდეგ, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებსაც დაესხა თავს, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა თავდამსხმელის დედაც.

დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს.