გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კატასტროფის დროს მშენებარე მაღაზიას დაეცა

18:13, 20.07.2019

გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კატასტროფის დროს მშენებარე მაღაზიას დაეცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინციდენტის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ. გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, შემთხვევა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მსგავსი