გერმანიაში მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი მორიგ გაფიცვას აანონსებს
გერმანიაში მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი მორიგ, რამდენიმედღიან გაფიცვას აანონსებს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მემენქანეებმა უარი თქვეს „დოიჩე ბანის“ მიერ უკვე მესამედ წარდგენილ გაუმჯობესებულ წინადადებაზე.
რიგით მეოთხე, ექვსდღიანი გაფიცვის დაწყება ოთხშაბათის ღამეს, ადგილობრივი დროით 02:00 საათისთვის იგეგმება და 29 იანვრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ, წინა გაფიცვებთან შედარებით, ეს უფრო ხანგრძლივი აქცია იქნება.
გერმანიის სარკინიგზო ოპერატორი „დოიჩე ბანი“ 19 იანვარს დასაქმებულთა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ხელფასებისა და გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებით შეეცადა, თუმცა უარი მიიღო. მატარებლის მემანქანეები ხელფასის 550 ევროთი ზრდას, ინფლაციისთვის 12 თვის განმავლობაში კომპენსაციასა და სამუშაო გრაფიკის 38-საათიდან 35-მდე შემცირებას ითხოვენ.
ბოლო შეთავაზების მიხედვით, „დოიჩე ბანი“ მათ ხელფასის 4.8 პროცენტით ზრდას, 2025 წლის აპრილიდან კი ხუთპროცენტიან ზრდას ჰპირდებოდა.