გერმანიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სლოგანით – „შევაჩეროთ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი საქსონია-ანჰალტში და ყველგან, გავაძლიეროთ დემოკრატია“
გერმანიის ქალაქ კიოლნში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა.
კიოლნში გამართულ აქციაზე, პოლიციის შეფასებით, დაახლოებით 9 000 ადამიანი იმყოფებოდა.
დემონსტრაციის სლოგანი იყო: „შევაჩეროთ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი საქსონია-ანჰალტში და ყველგან – გავაძლიეროთ დემოკრატია“.
ულტრემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა ბერლინსა და ქალაქ პოტსდამშიც.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს, გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს.