გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ლოკდაუნი შესაძლოა, 28 მარტამდე გახანგრძლივდეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შესაბამის გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი და ფედერაციული მიწების ხელმძღვანელები სავარაუდოდ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ. მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლოქდაუნი გაგრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში მაინც იგეგმება გარკვეული ზომების შემსუბუქება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 70 515 ადამიანი.