გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 569-ით, მსხვერპლის კი ექვსით გაიზარდა

08:57, 23.07.2020

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 569-ით, მსხვერპლის კი ექვსით გაიზარდა.

ქვეყანას ეპიდემიის გამო, უკვე 203 368 ინფიცირებული და 9101 გარდაცვლილი ჰყავს.

ყველაზე რთული ვითარებაა ბავარიაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 50 ათასს აღემატება, ასევე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 46 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება ბერლინს, დედაქალაქში აღრიცხულია 8 860 ფაქტი.

მსგავსი