გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი კიდევ 22 806 ადამიანს დაუდგინეს.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში ვირუსით ინფიცირებული 426 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კოვიდინფექციით გამოწვეულ დაავადებას გერმანიაში 15 586 მოქალაქე ემსხვერპლა.

გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან განიკურნა 670 000-ზე მეტი ინფიცირებული.