გერმანიაში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, სრულად 2021 წლის მარტამდე არ მოიხსნას
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, სრულად 2021 წლის მარტამდე არ მოიხსნას

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები სრულად შესაძლოა, 2021 წლის მარტამდე არ მოიხსნას. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა გააკეთა.

„წინ ზამთრის მძიმე თვეები გვაქვს, ეს მარტამდე გაგრძელდება. მარტის შემდეგ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ბევრი ადამიანის ვაქცინაციას მოვახერხებთ და უფრო მარტივი იქნება გაზაფხულისთვის ინფექციის მაჩვენებლის შემცირება“, –  განაცხადა ჰელგ ბრაუნმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

გადაწყვეტილება ქვეყნის 16-ვე მხარის წარმომადგენელებთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 983 588 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 268 ადამიანი.