გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

08:56, 11.12.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 29 875 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 598 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი კარანტინია დაწესებული, რომელის ფარგლებშიც ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არსებითად არ შემცირებულა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის 1 27 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 20 970-ს შეადგენს.

მსგავსი