გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 7 890 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 157 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 7 890 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 157 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 890 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 157 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 442 336 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 70 045 ადამიანი დაიღუპა.