გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 67 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 446 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 67 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 446 ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ქვეყნის მომავალი კანცლერი ოლაფ შულცი არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნის დაწესების ინიციატივით გამოდის.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 5 903 999 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 101 790 ადამიანი.