გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი რვა ათასით გაიზარდა და დღეისთვის 2 402 818-ს მიაღწია. მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს 422 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, პანდემიის გავრცელების შემდეგ, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 68 740 ადამიანი გარდაიცვალა.