გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 777-ით გაიზარდა

09:17, 18.12.2020
Health workers wear protective clotes while taking samples of persons arriving in their cars at a new coronavirus COVID-19 testing station for travelers from the motorway at the motorway service area Hochfelln near Ruhpolding, southern Germany, on July 30, 2020. (Photo by Christof STACHE / AFP) (Photo by CHRISTOF STACHE/AFP via Getty Images)

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 777-ით გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, 18 დეკემბრის შემთხვევების რაოდენობა მოიცავს წინა დღის 3 500 შემთხვევასაც, რომელიც სტატისტიკაზე დროულად არ ასახულა.

გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სულ მილიონ 439 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 813 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 24 938 შეადგინა.

მსგავსი