გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17 270-ით გაიზარდა

09:10, 02.12.2020

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 17 270-ით გაიზარდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით შვიდი ათასით ნაკლებია.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 84 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 487 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 17 123 შეადგინა.

მსგავსი