გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 13 604-ით გაიზარდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 13 604-ით გაიზარდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 13 604-ით გაიზარდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით შვიდი ათასით ნაკლებია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 67 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 388 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 16 636 შეადგინა.