გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 99 225-მდე გაიზარდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 99 225-მდე გაიზარდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 99 225-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, ვირუსის 3 834 შემთხვევა დაფიქსირდა.

რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებით, ოთხდღიანი კლების შემდეგ ახალი შემთხვევების გამოვლენის რაოდენობამ კვლავ მატება დაიწყო.

ბოლო 24 საათში, გერმანიაში ვირუსით 173 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 1 607 ადამიანი დაიღუპა.