გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 485-ით გაიზარდა

11:49, 23.03.2021

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 485-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 250ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 74 964 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,67 მილიონი შემთხვევა.

მსგავსი