გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დაიკლო

09:36, 19.04.2020

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დაიკლო. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 2 458 ადამიანს დაუდასტურდა.

ამრიგად, გერმანიაში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 139 897 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გერმანიაში 184 პაციენტი გარდაიცვალა. წინა დღეებთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია.

მსგავსი