გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 4 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:09, 18.05.2021

ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 209-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 221 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 603 ათასი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, ქვეყანაში 86 381 შეადგინა.

მსგავსი