გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 13 435 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:19, 17.03.2021

ბოლო დღე-ღამეში ​გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13 435-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 249 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 73 905 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 594 ათასზე მეტი შემთხვევა.

მსგავსი