გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა
გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 859 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 50 642 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 862-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2 მილიონ 106 ათასზე მეტი შემთხვევა.