გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

09:12, 30.12.2020

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 129-ით გაიზარდა.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში გარდაიცვალა 32 107 კოვიდინფიცირებული.

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსი დაუდასტურდა 22 459 ადამიანს. სულ ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 687 185 შემთხვევა.

მსგავსი