გერმანიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 215 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯამში ქვეყანაში 5 094 შეადგინა.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ გერმანიაში 2 352 პაციენტს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 800-მდე ინფიცირებული.
კორონავრიუსის პანდემიასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვა.