გერმანიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 3 677 ადამიანი დაინფიცირდა
გერმანიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 3 677 ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 3 677 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტი ავრცელებს.

გერმანული გამოცემა, „დოიჩე ველე“ წერს, რომ ინფიცირების შემთხვევები 5 აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოს კორონავირუსი ერთ დღეში 5 936 ადამიანს დაუდასტურდა.

გერმანული მედიის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინფიცირების შემთხვევები უკვე მეოთხეა დღეა იკლებს. რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსი დღემდე 95 391 ადამიანს დაუდასტურდა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი გერმანიაში 100 000-ს აჭარბებს.