გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა
გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 113 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 44 994 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22 368-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევა. აქედან მილიონ 641 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.