გერმანიაში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 260 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 352 ადამიანი.