გერმანიაში კორონავირუსის 781 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ შვიდი პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 781 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ შვიდი პაციენტი

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 781 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე გარდაიცვალა კიდევ შვიდი პაციენტი.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა ქვეყანაში 205 000-ს აღწევს. მათგან 9 000-ზე მეტისთვის ინფექცია ლეტალური აღმოჩნდა.