გერმანიაში კორონავირუსის 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 652-ით გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 93 ადამიანი გარდაიცვალა.

პპანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 716 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 89 937 შეადგინა.