გერმანიაში კორონავირუსის 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში კვლავ რეკორდულად გაიზარდა. ქვეყანაში 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეისთვის იმ პირთა საერთო ოდენობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურეს 341 223 -ს შეადგენს.

ამ დრომდე ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 28 მარტს დაფიქსირებული 6 294 შემთხვევა იყო.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, გასულ 24 საათში, ვირუსს 33 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების ჯამი კი 9 710-ია.

დატოვე კომენტარი