გერმანიაში კორონავირუსის 5 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 5 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 5 132 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 40 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 334 585 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 677 პაციენტი გარდაიცვალა.