გერმანიაში კორონავირუსის 25 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 296 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში კორონავირუსის 25 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 296 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 464-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 296 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 2,956 მილიონი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 78 003 შეადგინა.